“საქართველო მიეკუთვნება ქრონიკული B ჰეპატიტის საშუალო/მაღალი გავრცელების ქვეყნებს” – ცერცვაძე

“საქართველო მიეკუთვნება ქრონიკული B ჰეპატიტის საშუალო/მაღალი გავრცელების ქვეყნებს”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.

“კერძოდ, ზოგად მოსახლეობაში ჩატარებული ბოლო (2021 წ.) სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, ქრონიკული B ჰეპატიტის გავრცელება 2.7%-ია, რაც აბსოლუტურ რიცხვებში დაახლოებით 70 000 ადამიანია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ანტივირუსული მკურნალობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი მონაცემების მიხედვით ანტივირუსული მკურნალობა ესაჭიროება ქრონიკული B ჰეპატიტით პაციენტების დაახლოებით 50%-ს(ადრინდელი მონაცემებით მკურნალობა ესაჭიროება პაციენტთა მხოლოდ 20-25%-ს), რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით 35 000 პაციენტს შეადგენს. დანარჩენები კი უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, რათა არ გამოგვრჩეს მომენტი, როცა მათაც დასჭირდებათ ანტივირუსული მკურნალობა”, – განმარტა ცერცვაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები