დავით ფაცაციამ დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრების შედეგად, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა.
ამ ეტაპზეც, დევნილი მოსახლეობის საჭიროებებისა და სამინისტროში შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარეობს სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები.