თენგიზ ცერცვაძე: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს 2030 წლისთვის ერთდროულად დაძლიოს მსოფლიოს სამი ძირითადი ეპიდემია: აივ/შიდსი, C ჰეპატიტი და B ჰეპატიტი

“ჯანმოს სამიზნე არის 2030 წლისთვის B ჰეპატიტის ახალი შემთხვევების 90%-ით და სიკვდილიანობის 65%-ით შემცირება – ალბათობა, რომ საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს 2030 წლისთვის (უფრო ადრეც) ერთდროულად დაძლიოს მსოფლიოს სამი ძირითადი ეპიდემია: აივ/შიდსი, C ჰეპატიტი და B ჰეპატიტი – ძალიან მაღალია”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.

“კერძოდ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყების წინ C ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში იყო 5.4%, ხოლო 2021 წელს ამერიკის მხარესთან ერთად ჩატარებული განმეორებითი სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, ქრონიკული C ჰეპატიტის პრევალენტობა შემცირდა 1.8%-მდე (67%-იანი შემცირება), რაც გარანტიას იძლევა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია მიღწეული იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა ახლახან დაიწყო. იმედს გამოვთქვამთ, რომ C ჰეპატიტისა და აივ/შიდსის დარგში მუშაობის ძალიან წარმატებული გამოცდილება, ქვეყანაში არსებული მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალი და ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ძლიერი ნება იმის გარანტიაა, რომ საქართველო ასევე შეძლებს 2030 წლისთვის B ჰეპატიტის ეპიდემიის დაძლევას”, – განაცხადა ცერცვაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები