“არამიზანმიმართულად, არასწორი კონტექსტით ვიდეო ერთ-ერთმა პირველმა გავავრცელე” – გიგა ბენია დიმა ობოლაძის მისამართით ბოდიშს იხდის

“ადამიანისთვის ცილი არასდროს დამიწამებია. ცრუ ინფორმაცია არასდროს გამივრცელებია. სამწუხაროდ, გუშინ არამიზანმიმართულად არასწორი კონტექსტით ვიდეო ერთ-ერთმა პირველმა გავავრცელე”, – ამის შესახებ ჟურნალისტი გიგა ბენია სოციალურ ქსელში წერს.

“ამას საზოგადოების მხრიდან დიმას მისამართით უსამართლო ლანძღვა-გინება მოჰყვა. თავის მართლებას არ დავიწყებ, ფეიკი იყო და მორჩა. დიახ, საკითხს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანურმა ემოციებმა მიმტყუნა.

ინბოქსში, პოსტებზე, კომენტარებში საშინელ ტექსტებს მწერენ. ზოგი ბოდიშის მოხდას მთხოვს. წუხელ ვიდეოს წაშლის შემდეგ, ნამდვილი ვიდეო დავდე, თუმცა ვიღაცებმა ეს ბოდიშიც არ მიიღეს, დამარეპორტეს და პოსტი წაიშალა.

კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს”, – წერს ბენია.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა, დიმა ობოლაძეს ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა. მოგვიანებით, ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები