“დაგვიანების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა; ყველას ვურჩევ, რეგისტრაციის დაწყების მომენტში ადგილზე იყოს” – ნინო წერეთელი

დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

საგამოცდო პროცესი, ამ წუთებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ნინო წერეთლის თქმით, დაგვიანების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

“დღეს დაიწყო 2024 წლის საგამოცდო პროცესი. ის დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით.

ჩვენ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრში დილით, პირველ სესიაზე ველოდებოდით 9 000-მდე აბიტურიენტს. დაგვიანების ფაქტი გვაქვს ერთი, ამ წუთის მდგომარეობით. ეს მოხდა თბილისში.

აქვე, ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ, რომ მეორე სესიაზე, ყველას ვურჩევ, ორ საათზე ყველა იყოს ადგილზე რეგისტრაციის დაწყების მომენტში, რაც დაიცავს დაგვიანებებისგან”, – აღნიშნა ნინო წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები