ამირან სალუქვაძე: მხოლოდ კომპეტენტურ საგამოძიებო კომისიას შეუძლია დაადგინოს კატასტროფის მიზეზები, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას

სამხედრო ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, გუშინ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სწავლების დროს მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რა დროსაც მფრინავი გარდაიცვალა.

ექსპერტი აცხადებს, რომ მხოლოდ კომპეტენტურ საგამოძიებო კომისიას შეუძლია დაადგინოს კატასტროფის მიზეზები.

“სამწუხარო და ტრაგიკული ამბავია. სწავლებების დროს კატასტროფა განიცადა საჰაერო ძალების თვითმფრინავმა. დაიღუპა საჰაერო ძალების მფრინავი, აგვისტოს ომის მონაწილე, კახაბერ ზურაბაშვილი.
ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, თანამებრძოლებს!

ზოგიერთი მედია საშუალებები უკვე აკეთებენ მინიშნებებს. ოჯახი კითხულობს თქვენს ინფორმაციებს და მათ გრძნობებს მოერიდეთ.

საავიაციო შემთხვევებს და კატასტროფებს იძიებს სპეციალურად შექმნილი კომისია. გამოძიება ხანგრძლივი პროცესია. დღეს არავის შეუძლია თქვას რა იყო კატასტროფის მიზეზი. როგორც წესი, თავიდან განიხილება ყველა ვერსია. შემდეგ ხდება გამორიცხვა. ტარდება ექსპერტიზები. მხოლოდ კომპეტენტურ საგამოძიებო კომისიას შეუძლია დაადგინოს კატასტროფის მიზეზები. მიზეზების დადგენაში პირველ რიგში საჰაერო ძალებია დაინტერესებული. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას!”,- წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები