“ფეხბურთიც სწორედ ამიტომ არის შექმნილი, რომ ხალხი გაახალისოს” – ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გაემგზავრა.

საქართველოში გამართული საზეიმო ღონისძიების შემდგომ, ისინი საკუთარ საფეხბურთო კლუბებს დაუბრუნდნენ.

“მე ვარ ძალიან ბედნიერი. ვფიქრობ, ყველა ბედნიერია. ხალხიც და ფედერაციაც. ფეხბურთიც სწორედ ამიტომ არის შექმნილი, რომ ხალხი გაახალისოს.

ჩვენ ახლახან დავამთავრეთ შეჯიბრება და უნდა განვიხილოთ ფედერაციასთან, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. ამის შემდეგ ვისაუბრებთ გადაწყვეტილებებზე”, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა აეროპორტიდან ჟურნალისტებთან საუბრისას.

ეროვნული ნაკრები სამშობლოში გუშინ დაბრუნდა. ქართველების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას სამგზის ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები