ვილი სანიოლი – ახლა უნდა განვიხილოთ ფედერაციასთან, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი, ამის შემდეგ ვისაუბრებთ გადაწყვეტილებებზე

საზეიმო ღონისძიების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა. მან ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ევროპული ასპარეზობა შეაფასა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ყველა ბედნიერია – ხალხიც და ფედერაციაც. ფეხბურთიც სწორედ ამიტომაა შექმნილი, რომ ხალხი გაახალისოს. ახლახან დავამთავრეთ შეჯიბრი და ახლა უნდა განვიხილოთ ფედერაციასთან, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. ამის შემდეგ ვისაუბრებთ გადაწყვეტილებებზე“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები