“პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი” – გამოცდების ეროვნული ცენტრი

“2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო!

პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი”, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. ამიტომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას – ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები