ბუდუ ზივზივაძე: თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი – ფაქტი არ ყოფილა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე „ტელეიმედის“ სპორტული ჟურნალისტის, დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე მას სცენაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა, „სისულელეს“ უწოდებს.

როგორც ფეხბურთელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ, რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა ზივზივაძემ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაცია უარყო თავად დიმა ობოლაძემ და ასევე, ზივზივაძის მამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები