პრეზიდენტი: სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული ამ ბიჭების სასწაულით

სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ბიჭებმა მიუღწეველს მიაღწიეს და ეს მხოლოდ დასაწყისია.

„სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ძალიან დიდი მადლობა მათ და თქვენც ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის. მინდა, თქვენი სახელით, ერთობის სახელით, რამეთუ ეს ჯილდო არის მთავრობის, პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო, რომელსაც გადავცემთ ამ ბიჭებს და ვუსურვებთ, რომ მათი გამარჯვების გზა იყოს უსასრულო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები