გურამ კაშია: ყველას დიდი მადლობა, ეს წარმატება დიდი საქმის დასაწყისი უნდა გახდეს

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს სიტყვით მიმართა.

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გულშემატკივარს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„თქვენს გვერდით დგომას ყოველთვის ვგრძნობთ და მინდა, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, თქვენმა მხარდაჭერამ გაგვაძლიერა, საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერება შეგვმატა.

განსაკუთრებული რამდენიმე თვე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავთ. მიხარია, რომ ჩვენმა თამაშმა ასეთი ემოცია მოიტანა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და მინდა ვთქვა, რომ ეს არ უნდა იყოს რაიმეს დასასრული, არამედ ეს უნდა გახდეს დიდი საქმის დასაწყისი“, – განაცხადა გურამ კაშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები