ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა

ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ავტომობილი დღეს დილით უკრაინაში უნგრეთის საელჩოსთან მივიდა.

აღსანიშნავია, რომ ორბანი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ინფორმაციისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში პირველად ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები