საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპს დღეს დაიწყებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები რიგაშია, სადაც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება. 6 ქვეყნის ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი – ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს დღეს ლატვიასთან 20:00 საათზე გამართავს. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა საქართველოს პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული ტურნირისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა 1 ივნისიდან თბილისში დაიწყო, იტალიაში განაგრძო და ლატვიაში დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები