ევროპაში აშშ-ის სამხედრო ბაზები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს

აშშ-ის სამხედრო ბაზები ევროპაში სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. ამის მიზეზი ტერაქტის მცდელობის თაობაზე ინფორმაცია გახდა. ცნობას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

რამდენიმე სამხედრო ბაზაზე 30 ივნისს „ჩარლის“ უსაფრთხოების დონე გამოცხადდა. ეს არის უსაფრთხოების დონე, როდესაც სადაზვერვო სამსახურებს სამხედრო ობიექტზე ან პერსონალზე ტერაქტის ან თავდასხმის შესახებ ინფორმაცია აქვთ.

კონკრეტულად რა სახის სადაზვერვო ინფორმაცია მიიღეს ამერიკელმა სამხედროებმა, უცნობია, მაგრამ ევროპულმა ხელისუფლებამ სიფრთხილე გამოაცხადა პოტენციურ ტერორისტულ საფრთხეზე.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია გერმანიაში, ევროპის საფეხბურთო პირველობის და საფრანგეთში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს, გერმანელ პოლიციელებთან ერთად წესრიგის დაცვას სხვა ქვეყნებიდან ჩასული 580 პოლიციელიც უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები