საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან – ტემპერატურა +44 გრადუსს აღწევს

საბერძნეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. სტიქიის ზონაში ცეცხლის რამდენიმე კერაა.

მოსახლეობის ევაკუაცია ოთხ დასახლებაში დაიწყო. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი და ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა აფერხებს. ქალაქში +44 გრადუსი დაფიქსირდა.

სტიქიის ზონაში 78 მეხანძრე-მაშველი და 26 სპეცტექნიკაა მობილიზებული. ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენების გამოყენებაც გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები