ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. Reuters-ის ცნობით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება.

ამასთან, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 61 მილიონზე მეტ ირანელს აქვს.

ირანელებმა მას შემდეგ დაიწყეს ახალი პრეზიდენტის არჩევა, რაც შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექსპრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი გარდაიცვალა.

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მოსახლეობას მაღალი აქტივობისკენ მოუწოდა.

„ისლამური რესპუბლიკის გამძლეობა, სიძლიერე, ღირსება და რეპუტაცია დამოკიდებულია ხალხზე. აუცილებელია თქვენგან მაღალი აქტივობა“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.

გამოცემის თანახმად, ირანში ბიულეტენებს ხელით ითვლიან, რის გამოც შედეგები, სავარაუდოდ ორ დღეში გამოცხადდება.

ინფორმაციისთვის, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობას – საიდ ჯალილი, მოსტაფა პურმოჰამადი, ბაქერ ქალიბაფი და მასუდ პეზეშქიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები