სლოვაკეთმა ახალი საპარლამენტო პაკეტი დაამტკიცა

სლოვაკეთმა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის შედეგად ახალი საპარლამენტო პაკეტი დაამტკიცა . პაკეტი პოლიტიკოსების და სხვა პირების დაცვას გააძლიერებს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ხელისუფლებას ექნება უფლება, აკრძალოს საპროტესტო აქციები პოლიტიკოსების სახლებთან. დემონსტრაციები ასევე აკრძალული იქნება მთავრობის და პრეზიდენტის რეზიდენციებთან. დაცულები იქნებიან პარლამენტის წარმომადგენლები, გენერალური პროკურორი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე, პრემიერ-მინისტრები და პარლამენტის სპიკერები.

საპარლამენტო პაკეტს აკრიტიკებენ ოპოზიციონერები და უფლებადამცველები. მათი აზრით, ეს შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა.

ცვლილებები 15 ივლისიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები