თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კახეთის მაგისტრალის შემადგენელი თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. გზის პირველი მონაკვეთი – ვაზიანის შემოვლითი გზა ექსპლუატაციაში გასულ წელს შევიდა და ახალი გზის 4 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი. პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა. 2 მონაკვეთზე, რომელიც ჯამში, 31 კმ-ია, ვაზიანი-საგარეჯოსა და საგარეჯოს შემოვლით გზას მოიცავს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები