მიტროპოლიტი დავითი – ალავერდის სამონასტრო კომპლექსზე: სპეციალისტებმა უნდა ნახონ, ხომ არ არის ხილული ბზარები

“ყველა სახურავი არის დაზიანებული”, – ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ახმეტის მუნიციპალიტეტში გუშინდელი სტიქიის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომლის შედეგადაც ალავერდის სამონასტრო კომპლექსი დაზიანდა.

“გარდა ამისა, ქვემოდან როდესაც უყურებ, ჩანს, რომ გუმბათის კარავს მოქნილი აქვს თუნუქი. სპციალისტებმა უნდა ნახონ, რადგან ამ ქარბორბალას დარტყმა იყო ძალიან ძლიერი. მათ უნდა ნახონ, ხომ არ არის ხილული ბზარები. ეს ადგილზე უნდა შემოწმდეს”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ალავერდის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და აღწერეს დაზიანებები. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები