“გუმბათის ჯვარი სად არის, მოვიარეთ გარშემო და ვერ ვნახეთ” – ახმეტაში ქარიშხლის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

ახმეტის მუნიციპალიტეტში ქარიშხლის მიერ მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლიან.

სტიქიური მოვლენა, დაახლოებით, 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ალავერდის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და აღწერეს დაზიანებები.

“იმხელა ხეებია ძირიანად დაგლეჯილი. მთელი სახურავი, კრამიტი დაბლა ყრია, დალეწილი. ყველაფერი განადგურებულია. გუმბათის ჯვარი სად არის, მოვიარეთ გარშემო და ვერ ვნახეთ”, – აღნიშნავს თვითმხილველი ნელი შაშვიაშვილი.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები