კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სოფელ ალავერდში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს ზარალის აღწერა.

„ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით, შედეგად დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები