ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებს

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაწევრიანების მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებთან ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მთავრობათაშორისი კონფერენცია არის მოლაპარაკება კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს შორის, სადაც განიხილება და თანხმდება ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების დებულებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები