მედია: ესპანეთმა უკრაინას რაკეტები და ტანკები გადასცა

ესპანეთიდან უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი Patriot-ის საზენიტო რაკეტების მეორე პარტია უკვე ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას El Mundo სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, უკრაინამ დახმარების პირველი პარტია აპრილის ბოლოს მიიღო.

ინფორმაციისთვის, Patriot-ის საზენიტო რაკეტების გარდა უკრაინამ მიიღო Leopard-ის საბრძოლო ტანკები, სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის 155 მმ-იანი საარტილერიო იარაღი, დრონებისგან დამცავი სისტემები და ოპტიკურ-ელექტრონული სათვალთვალო სისტემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები