კომპანია "ჯეოსელს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამოწმებს

კომპანია “ჯეოსელს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები ამოწმებენ. კონკრეტულად რას უკავშირდება ფინანსურის შემოწმება უცნობია.
“ჯეოსელში” ადასტურებენ, რომ კომპანიაში შემოწმება მიმდინარეობს. “ჩვენი აზრით ეს არის მიმდინარე შემოწმება და საქმის ვითარებაში სრულად გარკვევამდე კომპანია თავს შეიკავებს კომენტარის გაკეთებისგან”, – ნათქვამია “ჯეოსელის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ შემოწმება გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც კონკრეტული საკითხის შესწავლას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები