მდინარე ალაზანზე ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე უკანონო თევზჭერას აკრძალული საშუალების – ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 4 კილოგრამამდე თევზი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები