სერგეი ლავროვი: რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული შეთანხმება აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, არსებობს შეთანხმება, რომ ნებისმიერი ხელმომწერი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მხარეებმა ერთმანეთს დახმარება გაუწიონ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ინფორმაციისთვის, დღეს ფხენიანში, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები