Reuters-ი: ისრაელის პრემიერმა ომის კაბინეტი დაითხოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ექვსწევრიანი ომის კაბინეტი დაითხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ომის კაბინეტი ბენი განცმა დატოვა. მან გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ ისრაელის პრემიერმა ღაზაში მიმდინარე ომის სტრატეგია ვერ ჩამოაყალიბა.

გამოცემისვე ცნობით, მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ ომის შესახებ კონსულტაციებს გამართავს მინისტრთა მცირე ჯგუფთან, მათ შორის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერთან, რომლებიც ომის კაბინეტის შემადგენლობაში იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები