დავით ქართველიშვილი: ჯერ ჯო ბაიდენი გვეუბნება, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებისა; დღეს კი იმავეს ლოიდ ოსტინი იმეორებს

პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი ბუკა პეტრიაშვილის 2021 წლის პუბლიკაციას სახელწოდებით: „ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით: ვინ ეკითხება რუსეთს?!” სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს – „ცრემლი მაქვს გამშრალი, თორემ იტირებდა კაცი”.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს გაფართოებაზე პირდაპირ უარს ამბობს ამერიკის პრეზიდენტი და დღეს უკვე იგივე ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმაც გაიმეორა ბუკა პეტრიაშვილი მაინც ამტკიცებს, რომ რუსეთი არის წინააღმდეგი ნატოს გაფართოების.
„გადავავლე თვალი ბუკა პეტრიაშვილის 2021 წლის პუბლიკაციას, სახელწოდებით: „ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით: ვინ ეკითხება რუსეთს?!” – ცრემლი მაქვს გამშრალი, თორემ იტირებდა კაცი.
ყავის ჭიქის ფსკერზე თუ ღვინის ბოცის ნალექში – ყველგან, პუტინი გელანდება, იმ დონეზეც კი, რომ ღამით საოჯახო საწოლში გეშინია ცოლს „ვოვა” არ დაუძახო – რა გაუსაძლისია ასეთი ყოველდღიურობა. ამ დროს ჯერ ჯო ბაიდენი გეუბნება, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებისა. დღეს კი იმავეს ლოიდ ოსტინი იმეორებს. მაგრამ მაინც და ჯიუტად: „ვინ ეკითხება რუსეთს!”. არც არავინ – ბაიდენს ჰკითხეთ ან ოსტინს. ოღონდ პასუხი მერე ჩვენც გაგვაგებინეთ…” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები