25 სექტემბერი

10:00
ჩუღურეთის რაიონში, სოციალურად დაუცველი და უმწეო ოჯახებისთვის უფასო სასადილოს გახსნას, საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძე, რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: წინამძღვრიშვილის ქ.№107
მიმდინარეობს
10:00
გოეთეს ინსტიტუტში, ქართველი გამომცემლებისთვის შემუშავებული სამდღიანი (25-27 სექტემბერი) პროფესიული სემინარების ოფიციალური გახსნა გაიმართება.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე ეკოლოგიური კატასტროფებსა და კლიმატის ცვლილებებზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
11:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება.
11:00
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციის არქივს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

11:00
„კვირას“ პრეკსლუბში, უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემები: 1. აჭარაში დაწყებული რელიგიურიუთანხმოება და ვაჰაბიზმის საფრთხე; 2. ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“, რომელიც არ ასრულებს პრემიერის ბრძანებას (ავტობანის ქობულეთის მონაკვეთზე); 3. მურმან დუმბაძის პოლიტიკური თამაშები. წარმოდგენილი იქნება აუდიომასალებიც. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის 126-ე საჯარო სკოლას ეწვევა და სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად გაეცნობა. მისამართი: ვაჟა-ფშაველას 71 (ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ასახვევში მარიჯანის ქუჩისაკენ)
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში კინო და ტელე ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალის“ ჟიურის თავმჯდომარე ბასა ფოცხიშვილი, ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის დამუძნებელი – ზურაბ გეგენავა და ლევან კაცაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: სარეგისტრაციო ნამუშევრების მიღება დასრულდა. ფესტივალის გახსნა და პროგრამა.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პროტესტი წყნეთის სარეკრეაციო ზონის გაუქმებასთან დაკავშირებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:45
“პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა” და “აფხაზეთის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო” პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “აფხაზთა კრება” და 26 სექტემბერს 21:00 საათზე დაგეგმილი აქცია “უკვდავების გადაძახილი”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ბაზის შექმნასთან დაკავშირებით და ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე ბრიფინგს გამართავს.
12:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართება.
12:00
“ქორთიარდ მერიოტში” სოციალური დიალოგის სამმხრივი კომისიის წევრები, ბიზნესის და პროფკავშირების წარმომადგენლები “სოციალურ კონტრაქტს” გააფორმებენ.
12:00
“კვირას” პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
12:00
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N534

12:00
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი” – ეკა მამუკაშვილი, ნათია გორდაძე, დავით ფერაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: განათლების სამინისტროს მიერ საინფორმაციო პორტალების დაბლოკვა სასკოლო სივრცეში და დისკრიმინაციის ფაქტები.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „პროფესიული განათლების პროფკავშირების“ თავმჯდომარე დენის დავითაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: როდემდე მოუთმენს პრემიერ-მინისტრი თამარ სანიკიძის ტყუილებსა და საბოტაჟს. მკვეთრად შემცირებულია სტუდენტების რაოდენობა პროფესიულ კოლეჟებში.
12:30
“პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მდგომარეობა ციხეებში, ერისთავის საქმე, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში სამოქლაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლები, რესტორნების ქსელ თაღლაურასა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შორის არასებულ ურთიერთობებში კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ.

13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალი თაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
13:00
“ლეიბორისული პარტიის” ოფისში ბრიფინგი გაიმართება. თემა: “ხელისუფლების მორიგი მზაკვრული გადაწყვეტილება”.
13:00
“პირველ პრესკლუბში” სმენდაზიანებული ბავშვებისა და მათ ოჯახების დასახმარებლად მშობელთა მიერ შექმნილი ორგანიზაცია “აურეს” პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 26-27 სექტემბერს, პირველი საერთაშორისო კონფერენცია “სმენადაზიანებული ბავშვების რეაბილიტაციისა და აბილიტაციის თანამედოვე მეთოდები და შედეგები” გაიმართება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
“კვირას” პრესკლუბში, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „პოზიცია“ დირექტორი გურამ ადამაშვილი და რესტორან „ხარებას“ პიარ-მენეჯერი გრეტა სარქისოვა პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის დღე“, რომელიც 27 სექტემბერს გაიმართება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
13:00
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, I რესპუბლიკის დარბაზი

13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ფიგურულ სრიალში მწრთვნელი ირაკლი ჯაფარიძე (ცენტრის დიირექტორი), ლეილა დოლიძე, თამარ ანჯაფირეძე, მარინა ჯაიანი და ქეთევან მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: განხეთქილება საქართველოს ფიგურულ ცენტრში.
13:30
“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და კომიტეტის წევრები, ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორთან, პროფ. მერაბ ჩუხუასთან შეხვედრას გამართავენ. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახში N317
15:00
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება. მისამართი: ყაზბეგის რაიონი, სტეფანწმინდა, სასტუმრო Rooms
15:00
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გია ბუღაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. #11

15:00
ახალციხის მუნიციპალიტეტის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები“, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო პროექტ: “ერთად ევროპული არჩევანისთვის“ ფარგლებში, დასკვნით კონფერენციას გამართავს და კონკურსში გამარჯვებული და წარმატებული თემების ავტორებს დააჯილდოვებს. მისამართი: ქ. ახალციხე, მანველიშვილის ქ. # 19 საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
15:00
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი
16:00
ვერის ბაღში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები, მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, სამშვიდობო აქციას გამართავენ, რომლის მონაწილეები სამშვიდობო გზავნილებით გაფორმეულ მანათობელ ფრანებს გაუშვებენ.
16:00
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგებლენთან ერთად, „თბილღვინოს“ ქარხანას დაათვალიერებს და პერსონალთან შეხვედრას გამართავს. მისამართი: ავჭალა, სარაჯიშვილის გამზ. #2
18:15
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე და ევროპელი ექსპერტები ჯოზეფ კანატაჩი და გრეჰემ სატონი, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თბილისი, პარლამენტის ბრიფინგების ოთახი

19:00
კუს ტბაზე, კაფეში “სანაპირო”(სპორტულ მოედანთან), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში 2014 წლის “ევროპის კულტურის კვირეულს” გახსნის.
20:00
კინოთეატრ “ამირანში” ვუდი ალენის ფილმის პრემიერა – “ჯადოსნობა მთვარის შუქზე” გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები