ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს კიდევ 10 ქვეყანასთან ამზადებს

უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებზე მოლაპარაკებებს კიდევ 10 ქვეყანასთან აწარმოებს, – ამის შესახებ European Pravda პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის ძალიან კმაყოფილია შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან შეთანხმებით, რომელსაც ხელი ხუთშაბათს იტალიაში მოეწერა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი შეთანხმებები „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.

„ჯამში უკვე გაფორმებულია 17 ხელშეკრულება, ხელმოწერისთვის კიდევ 10-ს ვამზადებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები