ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე რეიდის დროს სამი პალესტინელი მოკლეს
ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე ჩატარებული რეიდის დროს სამი პალესტინელი მოკლეს, რამდენიმე კი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულ რეიდს არმიამ „ბოევიკების“ თავდასხმების თავიდან ასაცილებლად ჩატარებული ოპერაცია უწოდა.
კაბათიაში დარბევის დროს ისრაელის ჯარებმა შენობას ალყა შემოარტყეს, სადაც ორი შეიარაღებული პირი იყო გამაგრებული და ცეცხლი გაუხსნეს.
სროლის შედეგად ორი პალესტინელი მოკვდა. თვითმხილველებმა ნახეს, რომ ერთი მათგანის ცხედარი ჯავშან ბულდოზერით ამოიყვანეს.
სამედიცინო ოფიციალური პირების თქმით, მესამე პალესტინელი ისრაელის ჯარებმა ქალაქის სხვა ადგილას დახვრიტეს.
ისრაელის არმიამ შენობაში მოკლულ ორ პირს „უფროსი ტერორისტი“ უწოდა და დასძინა, რომ დარბევისას მათ იარაღი ამოიღეს.