“სირცხვილიას” დეზინფორმაციული მიმართვის შედეგად, Massive Attack-მა საქართველოში კონცერტი გააუქმა
საქართველოში Massive Attack-ის კონცერტი გაუქმდა. გაუქმების შესახებ ინფორმაცია Black Sea Arena-ს ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
“სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ 28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია. ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად, დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ უახლოეს მომავალში”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე, 25 აპრილს მოძრაობა „სირცხვილიამ“ მიმართვა გაავრცელა და Massive Attack-ს მოუწოდა, ისინი გასცნობოდნენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას და ამის საფუძველზე გადაედგათ ნაბიჯი.
კონცერტი 28 ივლისს, 21:00 საათზე შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე უნდა გამართულიყო.