ზურაბ აბაშიძე: უნიკალური ხელნაწერის საქართველოსთვის გადმოცემა ჩვენი კულტურისა და ეროვნული ღირებულებების განსაკუთრებული პატივისცემის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია

უნიკალური ხელნაწერის საქართველოსთვის გადმოცემა ჩვენი კულტურისა და ეროვნული ღირებულებების განსაკუთრებული პატივისცემის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, – ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილმა იოანე-ზოსიმეს უძველესი ხელნაწერი შეისყიდა, რომელსაც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს.

ეს მართლაც გახლავთ ეროვნული მნიშვნელობის საქმე, ვინაიდან დღეს ჩვენს ქვეყანაში იოანე-ზოსიმეს არც ერთი ხელნაწერი არ ინახება.

უნიკალური ხელნაწერის საქართველოსთვის გადმოცემა ჩვენი კულტურისა და ეროვნული ღირებულებების განსაკუთრებული პატივისცემის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია”,- აღნიშნავს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები