“პრემიერის განცხადებებით კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ყველაფერზე მაღლა ჩვენი ქვეყნისა და  ხალხის დამოკიდებულება დგას უკრაინელი ხალხის მიმართ” – ქადაგიშვილი

გერმანიაში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტს კიდევ ერთხელ აფასებს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

მისი თქმით, ამ ვიზიტზე ქართული მხარის მხრიდან კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ყველაფერზე მაღლა ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება დგას უკრაინელი ხალხის მიმართ.

“მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური ინტრიგის გამო, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის ვითარება არასახარბიელოა, ჩვენ ამ ვიზიტით და ამ ვიზიტზე გაკეთებული, პრემიერმინისტრის განცხადებებით კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ამაზე უფრო მაღლა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დამოკიდებულება უკრაინელი ხალხის მიმართ”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები