თეთრი სახლი: ბაიდენი საფრანგეთის დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ ლიდერთან იმუშავებს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმუშავებს საფრანგეთის დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ ლიდერთან, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნებიან ისინი, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„საფრანგეთი ჩვენი უძველესი მოკავშირეა. ჩვენ ყოველთვის ვიმუშავებთ იმასთან, ვისაც ფრანგი ხალხი გადაწყვეტს, რომ აირჩიოს თავის წარმომადგენლად“, – აღნიშნა კირბიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 30 ივნისსა და 7 ივლისს ჩატარდება.