ჯონ კირბი: აშშ-მა მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასის“ პასუხი მიიღო
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასის“ პასუხი მიიღო.
როგორც კირბიმ აღნიშნა, სასარგებლოა, რომ „ჰამასმა“ თავისი პასუხი წარადგინა.
„ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომელიც „ჰამასმა“ მიაწოდა კატარსა და ეგვიპტეს და ჩვენ ახლა ვაფასებთ მას“, – განაცხადა კირბიმ.
მანამდე „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კატარისა და ეგვიპტის შუამავლებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ წინადადებაზე გარკვეული „შენიშვნებით“ უპასუხეს.