გაწმენდითი სამუშაოების გამო, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იზღუდება

გაწმენდითი სამუშაოების გამო, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის გაწმენდის სამუშაოები ნახევარ საათში დასრულდება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგება ორმხრივ რეჟიმში.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საორიენტაციოდ, ნახევარ საათში დასრულდება გზის გაწმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგება ორმხრივ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები