“ისინი საარჩევნო კამპანიას საქართველოში არ აწარმოებენ, თავს აწონებენ საკუთარ პატრონებს” – პაპუაშვილი ოპოზიციაზე

“26 ოქტომბერს ქართველ ხალხს უნიკალური შესაძლებლობა ექნება, რომ აირჩიოს ერთ მხარეს „ქართული ოცნება“, რომელიც დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, რომელმაც უზრუნველყო, რომ ვერავინ ვერ ჩაითრია ომში და ეკონომიკურ კოლაფსში, ხოლო მეორე მხარეს კოლექტიური შადიმანები და სერგო ორჯონიკიძეები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

“როდესაც საქმეს საფუძველში უდევს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი; როდესაც საქმეს საფუძველში უდევს ზიზღი და სხვა ადამიანების მიმართ ტერორი, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო დამახასიათებელი; როდესაც საფუძველი არაჯანსაღია, ვერც მისი ნაყოფი იქნება ჯანსაღი. ასე უნდა შევხედოთ, რომ აქედან კარგ შედეგს ვერ მივიღებთ.

ისინი საარჩევნო კამპანიას საქართველოში არ აწარმოებენ, თავს აწონებენ საკუთარ პატრონებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები