“ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, არის არალეგიტიმური” – მათიკაშვილი
“ეს არის კანონგარეშე არჩევნები. ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, არის არალეგიტიმური”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
“იქ, სადაც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი შეფასდება, როგორც არალეგალური. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება ჩატარდეს, რასაც, რა თქმა უნდა, ვგმობთ”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.