“ოპოზიცია უყურებს იმას, თუ რას ეტყვიან გარედან, როგორ საარჩევნო ტაქტიკას დაუსახავენ” – პაპუაშვილი

“ერთი მხრივ, ოპოზიცია ამბობს, რომ საარჩევნო მიზნები აქვს ამ ყველაფერს – ანუ რა გამოდის, ამით აღიარებენ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და ქართველი ხალხის მიერ მოწონებული კანონპროექტი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” კანონპროექტის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

პაპუაშვილის თქმით, “რადგან ეს კანონპროექტი ქართველი მოსახლეობის ინტერესში შედის, მაშინ მას ოპოზიციამაც უნდა დაუჭიროს მხარი”.

“გამოდის, რომ ისინი ხელმძღვანელობენ არა ჩვენი ხალხის და მოსახლეობის ინტერესებით, არამედ – მათი უცხოელი ბატონების დაკვეთით, კარნახით თუ წარბის აწევით.

ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენ, სინამდვილეში, გვყავს არა პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის სასარგებლო იდეების ჭიდილი იყოს, არამედ მთლიანად უყურებს იმას, თუ რას ეტყვიან გარედან, როგორ საარჩევნო ტაქტიკას დაუსახავენ – რომელ კანონს დაუჭირონ მხარი და რომელს – არა”, – აცხადებს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები