“აღარც ვენახი ვარგა, არც ხეხილი; ყველაფერი ძირს ჩამოყარა” – ზესტაფონში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში სტიქიის შედეგებს ებრძვიან.

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია ვენახები და დაცოხილია შინაური ფრინველი.

ადგილობრივების თქმით, მსგავსი მასშტაბის სტიქია მათ არ ახსენდებათ.

“წამოვიდა წვიმა და მოჰყვა სეტყვა. მთელი ხეები გაგვინადგურა. აღარც ვენახი ვარგა, არც ხეხილი. ყველაფერი ძირს ჩამოყარა”, – ამბობს სოფელ მეორე სვირის მკვიდრი, ციალა წაქაძე.

“ჩვენთან ასეთი რამ პირველად მოხდა, 74 წლის ვარ. გამოცდილება არ მაქვს, არ ვიცი – როგორ უნდა გავსხლა, რომ მომავალ წელს მოგვცეს მოსავალი”, – ამბობს იაგო მერკვილაძე.

ამ დროისთვის, მევენახეები სპეციალისტებისგან რეკომენდაციებს ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ ისინი სოფელში გამოჩნდებიან და დაეხმარებიან მათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები