“უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის ერთ-ერთი ნაცადი იარაღი იყო” – პაპუაშვილი

“უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის ერთ-ერთი ნაცადი იარაღი იყო. მაშინ მობილურები არ იყო და იმ დროის ელენეხოშტარიები, ალბათ, დეპეშით უპატაკებდნენ მოსკოვს ზუსტად იმავე ტექსტით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“არ დაგვავიწყდეს, რომ შარშან შემთხვევით ცნობილი გახდა, რომ “დროას”, ყალბი ენჯეო-სქემის გამოყენებით, “ევროპის დემოკრატიის ფონდი” (EED) ევროკავშირის ბიუჯეტიდან აფინანსებს, ისევე როგორც “სირცხვილიას” და ძალადობის სხვა პროპაგანდისტებს. როგორც ჩანს ზოგს თავისუფლება წითელ ტერორში ერევა, ან სულაც არ ერევა და ზუსტად იცის, რასაც აფინანსებს”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები