ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ცეკვის სამდღიანი მასტერკლასი გაიმართა
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ცეკვის სამდღიანი მასტერკლასი გაიმართა.
ქალაქური ცეკვის მასტერკლასი – პრაქტიკული და თეორიული კურსი – სტუდენტებისთვის, მოყვარული მოცეკვავეებისა და დამწყები ქორეოგრაფებისთვის ცნობილმა ქართველმა ქორეოგრაფებმა ჩაატარეს, რომლებმაც მონაწილეებს ქალაქური ცეკვების ავთენტური ილეთები შეასწავლეს.
პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
ცეკვის მასტერკლასები ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტრადიციულად წელიწადში ორჯერ იმართება.
პროექტის ხელმძღვანელია ფოლკლორის ცენტრის ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი უჩა დვალიშვილი.