გორში, შინდისის გმირების გამზირზე ბულვარი, დასასვენებელი და სპორტული სივრცეები მოეწყობა

გორში, შინდისის გმირების გამზირზე ბულვარი, დასასვენებელი და სპორტული სივრცეები მოეწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.

6 790 კვადრატულ მეტრზე განთავსდება საბავშვო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები, ტრენაჟორები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, დეკორატიული ღობე, გაზონი, სკამები, ურნები, წყლის სოკოები და ფანჩატურები.

სამუშაოების ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები