გასულ კვირას სამხრეთ გერმანიაში დაწყებული წყალდიდობა, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მიმდინარე კვირას ავსტრიასა და უნგრეთშიც გავრცელდა.
ავსტრიაში, სიდიდით რიგით მესამე ქალაქ ლინზსში მდინარე დუნაის ადიდების გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ სამდინარო გადაზიდვები სრულად შეაჩერა – ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ბავარიის მინისტრ-პრეზიდენტი მარკუს სოდერი აცხადებს, რომ ხელისუფლება წყალდიდობით დაზარალებულების დასახმარებლად მინიმუმ 100 მილიონ ევროს გამოყოფს.
ამასთან, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანებს დროული დახმარება გაუწიოს.
მედიის ინფორმაციით, უნგრეთში, ავსტრიასა და პოლონეთში ამინდის გაუარესება კვლავ მოსალოდნელია, თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, მდინარე დუნაიში ტვირთების გადაზიდვა მალე აღდგება.