“ჩვენ ეჭვით უნდა შევხედოთ იმ დაპირებებს, რაც ჩვენ მიმართ კეთდებოდა წლების განმავლობაში და კეთდება ახლაც” – სუბარი
“მრავალი წლის განმავლობაში ჩვენც და უკრაინასაც ნატოს გვისახავდნენ, როგორც ხსნას”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ისაუბრა.
მან მაგალითად უკრაინის მოცემულობა მოიყვანა.
“გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ არ იგეგმება უკრაინის მიღება ნატოში და არათუ ახლა არ იგეგმება, არც იგეგმებოდა.
ჩვენ ეჭვით უნდა შევხედოთ იმ დაპირებებს, რაც ჩვენ მიმართ კეთდებოდა წლების განმავლობაში და კეთდება ახლაც”, – აღნიშნა სუბარმა.