დავით მათიკაშვილი: საქართველოში მაიდანიზაცია არ მოხდება

“საქართველოში მაიდანიზაცია არ მოხდება, ქვეყანაში იქნება მშვიდობა და დემოკრატიული პროცესი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მაიდანიზაციის სურვილი მტრებს აქვთ.

„საქართველოში მაიდანიზაცია არ მოხდება, ქვეყანაში იქნება მშვიდობა და დემოკრატიული პროცესი. ვინ არის ქვეყნის ხელისუფალი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი და არა ადამიანთა ერთი ჯგუფი ან ქუჩაში გამოსული ადამიანების რაღაც პროცესი. ეს მოხდება არა რევოლუციის, არამედ არჩევნების გზით და ამას შეეგუონ

მაიდანიზაცია საქართველოს მტრებს უნდათ. როგორც კი ოპოზიციას კბილი მოუცვდება და ვერ შეძლებენ მზაკვრული გეგმების განხორციელებას, იმ წუთას მათი მხრიდან ჩნდება ნარატივი, თითქოს ეს არის ხელისუფლების ფანტაზიები. ფანტაზიაში თავად ოპოზიციაა, რადგან მათ სურთ, საქართველოში შექმნან წინაპირობა ხელისუფლების შეცვლისთვის. მათი ეს მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული. ყველა დაელოდოს არჩევნებს. ვის უნდა მაიდანი? როგორ შეიძლება, ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში იყო, გსურდეს ამ ქვეყანაში მშვიდობა და თან რაღაც კუთხით მაიდანიზაციის მომხრე იყო“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები