ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო
ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად დღეს, ნიდერლანდებში დაიწყო.
ნიდერლანდებში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი 21:00 საათამდე გაგრძელდება.
ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს 6-9 ივნისს ირჩევს.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოში ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, ესტონეთში ხმა უკვე 63,125-მა ადამიანმა მისცა.