ვლადიმერ ბოჟაძე სუსის სპეცოპერაციაზე-უსაფრთხოების გამოწვევები მზარდია მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც, ამ გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირება სპეცსამსახურების განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, რასაც წარმატებულად დასრულებული ოპერაციაც ადასტურებს

„ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოება დამოკიდებულია შესაბამისი სამსახურების პროფესიონალიზმზე, იმ ადამიანებზე ვინც 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“- წერს თბილისის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან ვლადიმერ ბოჟაძე.

ბოჟაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებას გამოეხმაურა.

თბილისის საკრებულოს წევრი მადლობას უხდის ყველას ვინც იცავს საქართველოში უსაფრთხოებას, მშვიდობას და სტაბილურობას.

„ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოება დამოკიდებულია შესაბამისი სამსახურების პროფესიონალიზმზე, იმ ადამიანებზე ვინც 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. უსაფრთხოების გამოწვევები მზარდია მთელს მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოშიც, ამ გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირება ჩვენი სპეცსამსახურების განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, რასაც ეს წარმატებულად დასრულებული ოპერაციაც ადასტურებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც იცავს საქართველოში უსაფრთხოებას, მშვიდობას და სტაბილურობას.“-წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები